Thursday, March 14, 2019

პრაქტიკის კვლევა

კვლევა ჩავატარე თემაზე: "გაწაფული კითხვის უნარზე მუშაობა მე-3 კლასში". კვლევის ბმული იხილეთ აქ.

Sunday, July 15, 2018

გამოხმაურება ტრენინგზე

ტრენინგი იყო ინფორმაციულად დატვირთული, სასარგებლო და დროული. ამ რვა დღის განმავლობაში ვისწავლე ბევრი რამ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების კუთხით საგაკვეთილო პროცესში. ჩემთვის განსაკუთრებით პროდუქტული და საინტერესო იყო ექსელში და ბლოგზე მუშაობის აქტივობები.
სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, ტრენერის კომპეტენცია და კეთილგანწყობა. ყურადღებიანი და დაუზარელი ტრენერი ცდილობდა თითოეულ მსმენელამდე მიეტანა მისთვის საინტერესო სიახლე.
გმადლობთ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.



Saturday, July 7, 2018

მე-6 დღე

არანაკლებ საინტერესო იყო ტრენინგის მე-6 დღეც. გავაგრძელეთ ბლოგზე მუშაობა. ვიმუშავეთ ბლოგის გვერდების შექმნაზე. ასევე სურათებისა და ვიდეოების ატვირთვაზე. 
ტრენინგის მეორე ნახევარში ძირითადად ვიმუშავეთ Xls- ში. შევქმენით დიაგრამები. 
საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო.
 დიდი მადლობა ტრენერს.

5 პლანეტა, რომელიც დედამიწას ჰგავს

ვიდეორგოლი პლანეტებზე